დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების რვა ჩინოვნიკს უკრაინამ სანქციები დაუნიშნა

დე-ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების რვა ჩინოვნიკს უკრაინამ სანქციები დაუნიშნა – ისინი დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში არჩევნების დამკირვებლები იყვნენ. სანქციები შეეხო დე-ფაქტო აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგიას, დეპუტატ ალმასხან არძინბას და საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ოლეგ არშბას. გარდა ამისა, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკიდან – იგორ კოზაევს, რუსლან თადეევს, ბახვა თადეევს და იგორ ჩიჩოევს. სანქციები 20 მარტიდან მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური – დაირღვა ევროდირექტივის ვადები, რომელიც საქართველოს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გადატანას ავალდებულებს
შემდეგი სტატიაერაყში, მდინარე ტიგროსში ბორანის გადაბრუნებას 70 ადამიანი ემსხვერპლა