15 ქვეყანაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა ვენაში ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს

ახალგაზრდა ელჩების განცხადებით, ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის, ასევე საქართველოს და უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიწოდება.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით უნიკალური ფოტომასალა იყო გამოფენილი.

ამასთან, ახალგაზრდა ელჩებმა მოამზადეს პრეზენტაციები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ, რომელიც 1783 წლიდან იწყება.

ჰოლანდიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა ერეკლე კოპლატაძემ კი მის მიერ გადაღებული ფილმი წარადგინა, სადაც ის 2008 წლის ომის დაზარალებულებს პირადად ესაუბრება.

ღონისძიება მომღერალმა ია ღვინიაშვილმა დაასრულა სიმღერით “ჰერიო ბიჭებო”, რომელიც რუს ოკუპანტებთან ბრძოლასა და რეპრესიებში დაღუპულ მოსახლეობას მიეძღვნა.

banner
წინა სტატიაშიერაყში, მდინარე ტიგროსში ბორანის გადაბრუნებას 70 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“თაიმერი” კიევის ნაცვლად შიდა სტანდარტად კიივს დაამკვიდრებს