ერაყის მიწისქვეშა ციხიდან 1,5 ათასი ტყვე გაანთავისუფლეს

ერაყელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა ციხიდან 1,5 ათასი ტყვე გაანთავისუფლეს. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება, ციხე პროვინცია ანბარში იქნა აღმოჩენილი, ქალაქ ხიტის მისადგომებში, რომელსაც ისლამისტები აკონტროლებდნენ.
ანბარის პროვინციის ადმინისტრაციის განცხადებით, ტყვეების უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.
ქალაქ ხიტისათვის ბრძოლები მარტის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. უკანასკნელი თვეების მანძილზე ერაყელმა სამხედროებმა, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაკავებული რამდენი ქალაქის განთავისუფლება შეძლეს. ხიტის განთავისუფლების შემდეგ ერაყის მთავრობა აიინ ალ-ასადის სამხედრო ავიაბაზის განთავისუფლების ოპერაციას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიკადიროვი: თურქეთს და სხვებს რუსეთისათვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ
შემდეგი სტატიაგარდაიცვალა ფეხბურთელი და მწვრთნელი მალდინი-უფროსი