კადიროვი: თურქეთს და სხვებს რუსეთისათვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ

საუდის არაბეთს, თურქეთს და სხვა ქვეყნებს, რუსეთისთვის ბოდიშის მოხდა მოუწევთ სირიაში ომის დასრულების შემდეგ – განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა. მისი თქმით,სირიის კონფლიქტი უახლოეს მომავალში მოგვარდება.
კადიროვის აზრით, სხვა ქვეყნები იძულებული გახდებიან რუსეთს ანგარიში გაუწიონ – ეს მათ უნდათ თუ არა.

გარდა ამისა, კადიროვი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირი რუსეთს უახლოეს მომავალში სანქციებს მოუხსნის, რადგანაც მისი გაგრძელების მიზეზები ევროპელებს უკვე აღარ აქვთ.
მან აშშ-ს კონფლიქტებში მონაწილეობასა და სხვის საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი და თქვა, რომ აშშ რუსეთში სახელმწიფოებრიობის დასარღვევად ოპოზიციას იყენებს. „ვფიქრობ, რომ სიტყვა ოპოზიცია ამერიკაში მოიგონეს იმისათვის, რომ სახელმწიფოები, ფაქტობრივად, მოკლან“ – ახსნა რამზან კადიროვმა.

banner
წინა სტატიაშიპან გი მუნმა მთიან ყარაბაღში მხარეებს საომერი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიაერაყის მიწისქვეშა ციხიდან 1,5 ათასი ტყვე გაანთავისუფლეს