გარდაიცვალა ფეხბურთელი და მწვრთნელი მალდინი-უფროსი

maldiniცნობილი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი ჩეზარე მალდინი, პაოლო მალდინის მამა, 84 წლის ასაკში დღეს დილით გარდაიცვალა – იტალიური La Stampa, ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. განცხადებაში სიკვდილის მიზეზებზე არ არის საუბარი.
საფეხბურთო კარიერა მალდინი-უფროსმა 21 ქლის ასაკში კლუბ „ტრიესტინაში“ დაიწყო. 1956-1966 წლებში ის „მილანის“ ცენტრალური მცველის პოზიციაში გამოდიოდა, რომლის შემადგენლობა 4-ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონის თასის მფლობელი. ამის შემდეგ, მან უხელმძღვანელა კლუბებს „მილანი“, „პარმა“, „ფოჯა“, იტალიის ახალგაზრდული ნაკრებს, იტალიის და პარაგვაის ეროვნულ ნაკრებებს.
მისი შვილი, პაოლო მალდინი, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მცველად ითვლება, რომელსაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.

banner
წინა სტატიაშიერაყის მიწისქვეშა ციხიდან 1,5 ათასი ტყვე გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიახანძრის ლიკვიდაციას 60-ზე მეტი ერთეული ტექნიკა და 300-ზე მეტი ადამიანი ცდილობს