ელენე ხოშტარია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს

მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს.

ხოშტარიას განმარტებით, რეგულაციების გამო ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებს, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შავი გზით უწევთ.

“შემოსვლა საოკუპაციო ხაზზე რეგულირდება 5-დღიანი სავალდებულო კარანტინით. პრაქტიკულად 1-საათიან საქმეზე გადმოსულ ადამიანები წარმოუდგენელია, რომ გადმოვიდნენ იმიტომ რომ უწევთ 5-დღიანი კარანტინი. აქედან გამომდინარე, მათ უწევთ შავი გზებით გამოსვლა. მივმართავ მთავრობას, საკოორდინაციო საბჭოს, რომ არ შეიძლება ასე იგნორირებას უკეთებდე შენი მოქალაქეებს ამ მდგომარეობას”,- თქვა ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, გალელებისთვის რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით პრემიერმინისტრსაც მიმართა, თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოთხოვნას არც კი უპასუხა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო
შემდეგი სტატიათავდებში ვუდგები გოგი წულაიას და ვითხოვ მის გათავისუფლებას – ჩხარტიშვილი