გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეები მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.

მათ შორის, საერთო სარგებლობის კიბეების მოწყობა მუხიანის მესამე მიკრორაიონის N17 კორპუსის I, II და III სადარბაზოებთან, ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ დასრულდა.

პროექტისთვის, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 43 590 ლარი დაიხარჯა.

დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს