თავდებში ვუდგები გოგი წულაიას და ვითხოვ მის გათავისუფლებას – ჩხარტიშვილი

“გოგი წულაია ბერა ივანიშვილისა და მისი ოჯახის ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა” – “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მზადაა წულაიას თავდებში ჩაუდგეს.

“გოგი წულაია გახდა ბერა ივანიშვილის და ივანიშვილების ოჯახის ანგარიშსწორების მსხვერპლი, სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს ეს ადამიანი წინასწარ პატიმრობაშია. ჩვენ ვთვლით, რომ მისი მდგომარეობა სრულად შეესაბამება ევროსაბჭოს კრიტერიუმებს პოლიტპატიმართან მიმართებაში და ვაღიარებთ ასეთად. მე პირადად თავდებში ვუდგები გოგი წულაიას”, – თქვა ლაშა ჩხარტიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია, ოკუპირებულ გალში მცხოვრები ადამიანებისთვის 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის გაუქმებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: აპრილში საქართველოში ჩინური კომპანია „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000-მდე დოზა შემოვა