ეგვიპტეში რუსული გამანადგურებელი МиГ-29 ჩამოვარდა

შაბათს, 3 ნოემბერს ეგვიპტეში რუსული წარმოების МиГ-29 ჩამოვარდა. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, ავარია საწვრთნელი ფრენისას მოხდა. პილოტმა კატაპულტირება მოასწრო, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


“ჩვენ ვფლობთ ოპერატიულ ინფორმაციას ეგვიპტეში МиГ-29-ის კატასტროფის შესახებ. უახლოეს საათებში ჩვენი ტექნიკური სპეციალისტები ეგვიპტეში გაემგზავრებიან მომხდარის გამოსაძიებლად” – რუსულ მედიას “დოიჩე ველე” ციტირებს. ადრე ეგვიპტის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავარია მართვის სისტემაში ტექნიკური ხარვეზის გამო მოხდა. ჩამოვარდნილი გამანადგურებელი რუსეთის კომერციული პროექტის ფარგლებში იყო მიწოდებული. რუსეთმა და ეგვიპტემ სამმილიარდიან კონტრაქტს ხელი 2014 წელს მოაწერეს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ ერდოღანს დონბასში სამშვიდობოების განთავსება შესთავაზა
შემდეგი სტატიაინდოეთში კაციჭამია ვეფხვი მოკლეს