პოროშენკომ ერდოღანს დონბასში სამშვიდობოების განთავსება შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ თურქეთის ლიდერს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს აღმოსავლეთ უკრაიანში, დონბასში სამშვიდობო შენაერთების განთავსება შესთავაზა – ამის შესახებ თვითონ პოროშენკომ განაცხადა სტამბოლში ორმხრივი შეხვედრის შედეგებზე საუბრისას 3 ნოემბერს.

“ჩვენ ვენდობით თურქეთს და მოხარული ვიქნებით, თუკი თურქეთი დონბასში მშვიდობის აღდგენაში შეიტანს წვლილს და გაეროს შემადგენლობაში მყოფ საკუთარ სამშვიდობო მისიას განათავსებს” – “დოიჩე ველე” წერს.

ორი ქვეყნის ლიდერმა, ასევე, მოილაპარაკეს რუსეთში პოლიტპატიმრების განთავისუფლების საკითხზე იმუშაონ. ერდოღანის თქმით, მან უკრაინული მხარიდან უკვე მიიღო მოსკოვში დაპატიმრებული პოლიტპატიმბერის სია. “იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ამ პროცესს თვალყურს მივადევნებთ და გადაწყვეტილებაც წარმატებული იქნება” – თქვა ერდოღანმა – “უკრაინული ამბები” წერს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კოალიციამ სირიის პროვინცია დაბომბა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში რუსული გამანადგურებელი МиГ-29 ჩამოვარდა