ეგვიპტელი კრიმინალისტების აზრით, EgyptAir-ის თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა

ეგვიპტელი კრიმინალისტების აზრით, EgyptAir-ის თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა

2 (1)ეირბას A320-ის გადარჩენილი ნაწილების შესწავლის შედეგად, ეგვიპტელმა კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა, ამასთანავე, ასაფეთქებელის კვალი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
ექსპერტთაგან ერთ-ერთმა, რომელიც საგამოძიებო ჯგუფშია და პირადად მონაწილეობდა ნარჩენების დათვალიერებაში, Associated Press-სს აცნობა, რომ ქაიროში 80 სხეული ფრაგმენტი იქნა გადატანილი. “ყველა მათგანი ისეთი მცირე ნაკუწია. მათ შორის სხეულის ერთი ნაწილიც კი არ არის მთელი. მაგალითად, ხელი, ან ფეხი. ლოგიკურად შეიძლება დავასკვნათ, რომ აფეთქება მოხდა” – ამბობს კრიმინალისტი.

ლაინერი, რომელიც პარიზიდან ქაიროში მიფრინავდა, 19 მაისს გაქრა რადარებიდან. მიმდინარეობს გამოძიება. არ გამორიცხავენ არც ერთ შესაძლო ვერსიას, რამაც გამოიწვია კატასტროფა. ბორტზე 66 ადამიანი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვინდა მეტი NATO საქართველოში და მეტი საქართველო NATO-ში
შემდეგი სტატიატრამპი პოპულარობით კლინტონს დაეწია