ტრამპი პოპულარობით კლინტონს დაეწია

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი რესპუბლიკური პარტიიდან, დონალდ ტრამპი, დემოკრატ კანდიდატს ჰილარი კლინტონს რეიტინგით დაეწია – The Wall Street Journal-ის და NBC News-ის ერთობლივმა სოციალურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. გამოკითხულთა 43% მზად არის ტრამპს დაუჭიროს მხარი – ეს ჰილარი კლინტონის მომხრეებზე 3%-ით ნაკლებია.

ამასთანავე, გამოკითხვაში, რომელიც ABC News-მა გაზეთ The Washington Post-თან ერთად გააკეთა, აჩვენა , რომ ტრამპმა 46%-ით გადაუსწრო ჰილარი კლინტონის 44%-იან რეიტინგს.
როგორც NBC News-ი აღნიშნავს, მილიარდელმა უმოკლეს დროში შეძლო ყოფილ გენერალურ მდივანს დაწეოდა – აპრილში ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 11%-ით უსწრებდა.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტელი კრიმინალისტების აზრით, EgyptAir-ის თვითმფრინავის ბორტზე აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატია“ვგმობ ამღაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას”- კორცხელის მოვლენებს ევროპის სახალხო პარტია ეხმაურება