ძარცვა, ცემა და მობილური კომუნიკაციების დაბლოკვა – რუსებმა ხარკოვის სოფლებში სახლები გაძარცვეს

რუსმა დამპყრობლებმა ხარკოვის რეგიონის სოფლებში სახლები გაძარცვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„სოფელ პერვომაისკაში ოკუპანტები ძარცვავენ სახლებს, ჩხრეკენ ადგილობრივებს, აშიშვლებენ და სცემენ კაცებს, მოსახლეობას ჩამოართვეს ტელეფონები, შშმ ქალს წაართვეს მთელი ძვირფასი ქონება“, – იუწყებიან ჟურნალისტები.

მეზობელ სოფლებში, რუსული ჯარები უკვე ერთ კვირაზე მეტია ბლოკავენ მობილურ კომუნიკაციებს. მოსახლეობას არ აქვს უფლება დატოვონ თემი, ასევე, სხვა დროებით დაკავებული ტერიტორიები.

უკრაინული მედიის ცნობით, ხარკოვის რეგიონში ურთულესი ვითარებაა იზიუმ-ბარვინკოვსკის მიმართულებით, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის მზად ვართ – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი
შემდეგი სტატიაბუჩაში, რუსებმა 14-24 წლამდე ასაკის 25 გოგო გააუპატიურეს, 9 ფეხმძიმედ არის – დენისოვა