ბუჩაში, რუსებმა 14-24 წლამდე ასაკის 25 გოგო გააუპატიურეს, 9 ფეხმძიმედ არის – დენისოვა

უკრაინის სახალხო დამცველი რუსი ოკუპანტების მხრიდან გაუპატიურების უმძიმეს შემთხვევებზე საუბრობს. ლუდმილა დენისოვა ბუჩაში არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე ფაქტს ასაჯაროებს:

“საშინელი ინციდენტი მოხდა ბუჩაში, ერთ-ერთ სარდაფში, სადაც რუსებმა 14 წლის ასაკიდან 24 წლამდე ასაკის 25 გოგო გააუპატიურეს. 9 მათგანი ფეხმძიმედ არის. წარმოიდგინეთ, გოგო რომელიც 14 წლის არის, ხუთმა ოკუპანტმა გააუპატიურა, ფეხმძიმედ არის. რა უნდა გააკეთონ ამ ბავშვის მშობლებმა? ექიმებმა ბავშვის მოშორებაზე უარი თქვეს. რა უნდა გააკეთოს ამ 14 წლის გოგომ ?!
დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც სამმა ოკუპანტმა, 16 წლის გოგო პირდაპირ ქუჩაში გააუპატიურეს და 15 წლის დას აყურებინეს. ეუბნებოდნენ რომ ეყურებინა როგორ აუპატიურებდნენ 16 წლის გოგოს. ბებიას აყურებინეს 16 წლის შვილიშვილის გაუპატიურება, შემდეგ კი 76 წლის ბებიაც გააუპატიურეს. ადამიანები შოკში არიან.” ამბობს დენისოვა

banner
წინა სტატიაშიძარცვა, ცემა და მობილური კომუნიკაციების დაბლოკვა – რუსებმა ხარკოვის სოფლებში სახლები გაძარცვეს
შემდეგი სტატიაპუტინს არასდროს უთქვამს უარი ზელენსკისთან შეხვედრაზე, მაგრამ ამისათვის უნდა მომზადდეს შესაბამისი პირობები, კერძოდ, დოკუმენტის ტექსტი – პესკოვი