რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის მზად ვართ – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ლუკაშ იასინა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა რუსეთის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად მზად არის.
მისი თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეტევას გადაწყვეტს, პოლონეთიც და ნატოც აგრესიას პასუხს ერთობლივად გასცემენ.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამისთვის და არამარტო ჩვენ, არამედ ჩვენი მოკავშირეებიც – ნატოს ყველა წევრი მზად არის. ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლი ამბობს, რომ ნატოს ნებისმიერი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია არის აგრესია მთელი ალიანსის წინააღმდეგ და თუ ვლადიმერ პუტინი პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის ან ესტონეთის წინააღმდეგ შეტევას გადაწყვეტს, ეს ყველა ჩვენგანისთვის წითელი ხაზი იქნება“, – განაცხადა იასინამ.

banner
წინა სტატიაში1100 -მე მეტი ობოლი ბავშვი გაიყვანეს რუსეთში გასაშვილებლად, ჩვენ გოგოებს და ბიჭებს აიძულებდნენ გაშიშვლებას – დენისოვა
შემდეგი სტატიაძარცვა, ცემა და მობილური კომუნიკაციების დაბლოკვა – რუსებმა ხარკოვის სოფლებში სახლები გაძარცვეს