მაჭარაშვილი – როცა წლების განმავლობაში უშედეგოდ იმუქრები აქციებით, ამას საზოგადოება ხედავს და „ომის პარტიას” რომ პერსპექტივა აღარ აქვს

როცა წლების განმავლობაში უშედეგოდ იმუქრები აქციებით, ამას საზოგადოება ხედავს და „ომის პარტიას” რომ პერსპექტივა აღარ აქვს, თავადაც ხედავენ ამ პარტიაში, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ უწყვეტ აქციებს.

მისივე თქმით, გამოსავალი არის, რომ სააკაშვილმა აჩვენოს საზოგადოებას მაგალითი და მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება აღასრულოს.

ჩვენ ჩამოვიყვანეთ სააკაშვილი ჩუმად საქართველოში, რა პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზეა საუბარი, ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზება იმას, რომ საქართველოში ჩვენ შემოვიყვანეთ და ჩვენ ჩავსვით ციხეში? – არა, ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია.

მას უნდა უცხოეთში იყოს და ციხეში არა, ამის სურვილი ბევრ პატიმარს გააჩნია, მაგრამ ეს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდეგება. თუ ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმშია, არ ნიშნავს იმას, რომ განუკურნებელი სენი ჭირს, რაც შეიძლება გახდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. რაც არსებობს დასკვნები, მათ შორის, მისი მომხრეების დასკვნებშიც ვერავინ კითხულობს იმას, როკ სააკაშვილს სჭირდება სერვისი, რომელიც არ არსებობს საქართველოში ან კონკრეტულ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდონეცკის ოლქში, რუსული ჯარები უგლედარს საარტილერიო სისტემებიდან ბომბავენ, რის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიააშშ-ს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ლიბანის რესპუბლიკის ორი მოქალაქის საქართველოდან ამერიკაში ექსტრადიცია განხორციელდა