დონალდ ტრამპი: პუტინი შესაძლებელია შეკვეთილ მკვლელობებთან კავშირში იყოს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფიქრობს, რომ, შესაძლებელია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეკვეთილ მკვლელობებთან კავშირში იყოს – CBC-თან ინტერვიუში თქვა. ჟურნალისტ ლესლი სტალის შეკითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ პუტინი მოწამვლებთან და პოლიტიკურ მკვლელობებთან დაკავშირებულია, ტრამპმა უპასუხა: “სავარაუდოდ, დაკავშირებულია”. მან ხაზი გაუსვა – “სავარაუდოდ”. ამის შემდეგ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მოსკოვი “ასე არ უნდა იქცეოდეს”, რასაც ტრამპი დაეთანხმა: “ცხადია, ასე არ უნდა იქცეოდნენ” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
იმავე ინტერვიუში თეთრი სახლის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არჩევნებში ჩინეთის ჩარევა რუსულზე საშიში იქნება.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიცია ჟურნალისტის გაქრობის საქმეზე საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა
შემდეგი სტატიარუსული ეკლესიის მრევლი ათონის ტაძრებში ვერ ილოცებს