რუსული ეკლესიის მრევლი ათონის ტაძრებში ვერ ილოცებს

რუსული ეკლესიის მრევლი კონსტანტინოპოლის პატრიარქთან კავშირის გაწყვეტის გამო ათონის მთაზე მდებარე ტაძრებში ლოცვას ვეღარ შეძლებს. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პატრიარქის პრესმდივანმა ალექსანდრე ვოლკოვმა განაცხადა.

„ათონი კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური ტერიტორიაა”- აღნიშნა ვოლკოვმა. მისივე განმარტებით, ამის გამო რუსული ეკლესიის მრევლი ვერ დაესწრება მსახურებებს ამ ტერიტორიაზე მდებარე ტაძრებში.

15 ოქტომბერს მინსკში რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც კონსტანტინოპოლის პატრიარქთან ევქარისტული კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსულმა ეკლესიამ კავშირის აღდგენის პირობაც დაასახელა: ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას გადაიფიქრებს.

11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქოს სინოდმა კიევის პატრიარქ ფილარეტის მიმართ ანათემა გაუქმებულად, ხოლო 1686 წელს მოსკოვის მიერ კიევის მიტროპოლიის ანექსია უკანონოდ გამოაცხადა. ამით კიევის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის გადაცემის ოფიციალური პროცესი დაიწყო.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესაძლებლობას მართლმადიდებელ სამყაროში დაპირისპირება მოჰყვა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: პუტინი შესაძლებელია შეკვეთილ მკვლელობებთან კავშირში იყოს
შემდეგი სტატიასასაცილოდ გამოიყურება პარტია, რომელიც გვაყურებინებდა სასტიკ კადრებს