თურქეთის პოლიცია ჟურნალისტის გაქრობის საქმეზე საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა

თურქეთის პოლიცია სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად, რომელიც საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის გაქრობის საქმეს უკავშირდება – Reuters-ი წერს.
მანამდე დიპლომატიურმა წყარომ სააგენტოს განუცხადა, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თურქულ-საუდელი გამომძიებლების ერთობლივი ჯგუფი ეწვევა.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში გაქრა. ორი დღის წინ გავრცელდა, რომ არსებობს საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის აუდიო და ვიდეო-ჩანაწერი, ერთ-ერთ ვიდეოზე კი აღბეჭდილია უკვე ცხედრის დანაწევრება. ჩანაწერები ჟურნალისტის iCloud-ზე გახდა ხელმისაწვდომი. ხაშოგმა საკონსულოში შესვლამდე თავის საცოლეს, რომელიც გარეთ ელოდებოდა, ტელეფონები დაუტოვა. საცოლემ ღრუბელის პაროლი იცოდა. დიდი ალბათობით, საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ ჩანაწერების წაშლას შეეცადნენ, თავდაპირველად, არასწორი პაროლი შეიყვანეს, შემდეგ, ხაშოგის თითების ანაბეჭდი გამოიყენეს, თუმცა საათ Apple Watch-ს მფლობელის თითების ანაბეჭდზე წვდომა არა აქვს. ასეთი საათები იწერენ ხმას და შემდეგ Bluetooth-ის მეშვეობით სინქრონირებენ ტელეფონთან, თუკი ის შორს არ არის – “ბიბისიმ” გაავრცელა.

საუდის არაბეთი ყველა ბრალდებას “სიცრუეს” უწოდებს და აცხადებს, რომ თვითონაც დაინტერესებულია სიმართლის გაგებაში.

banner
წინა სტატიაშითამრიკო ჭოხონელიძე: აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: პუტინი შესაძლებელია შეკვეთილ მკვლელობებთან კავშირში იყოს