Die Welt: “ისლამური სახელმწიფოს” მესამედი ევროკავშირში დაბრუნდა

ტერორიზმის საწინააღმდეგო საერთაშორისო ცენტრი იტყობინება, რომ ევროკავშირში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების მესამედი დაბრუნდა. უმეტესობა მათგანი საფრანგეთიდან, ინგლისიდან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან არიან – Die Welt-ი წერს. არსებული ინფორმაციით, ევროკავშირიდან სირიაში ტერორისტების მხარეს 4200 ბოევიკი იბრძოდა – ასეთია ცენტრის კვლევების შედეგები. ჰოლანდიელი ექსპერტების მტკიცებით, ჯიჰადისტების უმეტესობა 18-დან 30 წლმდე ასაკის მამაკაცები არიან, თუმცა, ტერორისტებს ბევრი მომხრე ქალთა სქესის წარმომადგენელიც ყავდთ. მაგალითად, საფრაგნეთიდან და გერმანიიდან, სირიაში ისლამისტების მხარდასაჭერად წასულების 20% ქალები არიან – ნათქვამია ორგანიზაციის კვლევებში.

banner
წინა სტატიაშითემურ ქეცბაია ევროპის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეულში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: ევროკომისარი საქართველოს კარგი ამბით ეწვია