თემურ ქეცბაია ევროპის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეულში

თემურ ქეცბაია ევროპის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეულში

პოპულარულმა ბრიტანულმა გამოცემამ, four four two-მ ევროპაში მარტის საუკეთესო მწვრთნელების ხუთეული დაასახელა, სადაც კვიპროსული აპოელ-ის ქართველი დამრიგებელი, თემურ ქეცბაიაც მოხვდა.

„ზამთრის პაუზის შემდეგ თემურ ქეცბაის აპოელ-მა 12-მატჩიანი მოგებათა სერია შეასრულა. დიდი ალბათობით ქართველი სპეციალისტი პირველი მწვრთნელი გახდება, რომელიც კვიპროსის ჩემპიონატის მოგებას ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად შეძლებს“, – წერს გამოცემის ავტორი ქეცბაიაზე.

აპოელ-ის დამრიგებელთან ერთად ხუთეულში მოხვდნენ „ბარსელონას“ თავკაცი ლუის ენრიკე, პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი, „ცრვენა ზვეზდას“ დამრიგებელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი და ბარაკ ბახარი, რომელიც „ჰაპოელ ბეერ შავას“ წვრთნის.

წყარო

ვირუსის ბლოკატორები