დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მარტის ბოლოდან დაიწყება

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ოფიციალურად მარტის ბოლოდან დაიწყება – დღეს Bloomberg-მა ტერესა მეის კანცელარიაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, პროცესი ევროკავშირში რომის შეთანხმების 60 წლისთავის ზეიმის შემდეგ ჩაეშვება.
ადრე, მედია ავრცელებდა, რომ ბრიტანეთის მთავრობის მეთაური ბრექსიტს 14 მარტს დაიწყებდა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშიმერკელის და ტრამპის შეხვედრა შტორმის გამო გადაიდო
შემდეგი სტატიაშოტლანდია დამოუკიდებლობის ახალი რეფერენდუმისათვის ემზადება