მერკელის და ტრამპის შეხვედრა შტორმის გამო გადაიდო

აშშ-ს პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის, დონალდ ტრამპისა და ანგელა მერკელის შეხვედრა უამინდობის გამო გადაიდო – დღეს თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა.
მოლაპარაკებები 14 მარტს იყო დანიშნული, თუმცა, ვაშინგტონში ძლიერი შტორმია მოსალოდნელი. “პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან მოლაპარაკებები გამართა, ისინი შექმნილი ბუნებრივი პირობების გამო, სხვა დღეზე შეთანხმდნენ. შეხვედრა პარასკევს, 17 მარტს შედგება, ღონისძიების განაწესი იგივე დარჩება” -აცხადებს ამერიკელი ლიდერის პრესმდივანი.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძის შვილს ნარკოტესტი ჩაუტარდა
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა მარტის ბოლოდან დაიწყება