დღეს გერმანიაში დაკავებულები, შესაძლებელია, პარიზის ტერორისტებთან იყვნენ კავშირში

დღეს გერმანიაში დაკავებულები, შესაძლებელია, პარიზის ტერორისტებთან იყვნენ კავშირში

6დღეს გერმანიაში დაკავებული სამი ახალგაზრდა მამაკაცი, შესაძლებელია პარიზის ტერორისტებთან კავშირში იყვნენ – ამის შესახებ გერმანიის შს მინსიტრმა ტომას დე მეზერემ მედიასტან საუბრისას განაცხადა.
საქმის ყველა დეტალი იმაზე მითითებს, რომ ისინი იმ კონტრაბანდისტული ჯგუფის დახმარებით მოხვდნენ გერმანიაში, რომელიც პარიზის ტერორისტებთან იყვნენ დაკავშირებული. მათი დოკუმენტებიც ერთსა და იმავე რეგიონშია დამზადებული – განაცხადა მინისტრმა.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის პოლიციამ სამი სირიელი დააპატიმრა, რომლებიც ექსტრემისტულ დაჯგუფება “ისლამურ სახელწმიფოსთან” არიან კავშირში. მათი ასაკი 17, 18 და 26 წელია და ისინი სამხრეთ საქსონიის მიწაზე დააკავეს.
პოლიცია თვლის, რომ ახალგაზრდები გერმანიაში სპეციალურად იყვნენ შეგზავნილები 2015 წელს, სავარაუდოდ, რაღაც მისიის გამო.
მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ისინი “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებისგან ინსტრუქციებს იღებდნენ, არ არსებობს, თუმცა, სამართალდამცველების განცხადებით, მათ ბევრი მასალა აქვთ ახალგზარდების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი შევიდა.

banner
წინა სტატიაშირა საიდუმლო გაამხილა დავით უსუფაშვილმა ივანიშვილზე?
შემდეგი სტატიაბრიტანელმა აქტივისტებმა მეტროს რეკლამა ამოისყიდეს, რომ კატების ფოტოები გამოეფინათ