ბრიტანელმა აქტივისტებმა მეტროს რეკლამა ამოისყიდეს, რომ კატების ფოტოები გამოეფინათ

41 42ჯგუფმა Glimpse 20 ათას ფუნტ სტერლინგზე მეტი შეაგროვა იმისათვის, რომ ლონდონის მეტროსადგურ კლეპჰემ-კომონზე სარეკლამო ადგილები შეესყიდა – 68 პლაკატზე კატების ფოტოები გამოფინეს.
ბილბორდებზე დაბეჭდილია თავშესაფრებიდან Battersea Dogs and Cats და Cats Protection-ი კატების ფოტოები. ახლა ისინი მგზავრებს უყურებენ ესკალატორის, გადასასვლელის და გაჩერების კედლებიდან.

პროექტ Glimpse-ის ავტორის ჯეიმს ტერნეტის თქმით, მათ იმის დემონსტრირება უნდოდათ, თუ როგორი სიხარულის მოტანა შეუძლიათ ცხოველებს. “ჩვენ იმის მაგივრად, რომ რაიმეს ყიდვა შემოგთავაზოთ, გთავაზობთ, დაფიქრდეთ იმაზე, რაც ძალიან ძვირფასია ცხოვრებაში. ეს აუცილებლად კატები არ არიან, მაგრამ ეს ის არის, რასაც მაღაზიაში ნამდვილად ვერ იყიდი” – ტერნერმა The Independent-ს მოუთხრო.
პროექტზე 30 ადამიანი მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშიდღეს გერმანიაში დაკავებულები, შესაძლებელია, პარიზის ტერორისტებთან იყვნენ კავშირში
შემდეგი სტატიაფლორიდაში პოლიციამ შავკანიანი მამაკაცი საკუთარ სახლში სადილობისას მოკლა