რა საიდუმლო გაამხილა დავით უსუფაშვილმა ივანიშვილზე?

Usupashvili-Ivanishvili“2015 წლის აპრილში ბატონმა ბიძინამ მე და მთელს რესპუბლიკურ პარტიას შეხვედრა გვთხოვა, 7-8 კაცი ვესწრებოდით ამ შეხვედრას. ახლა, როცა საუბარია იმაზე, რომ რესპუბლიკური პარტია აღარ მოსწონს, რომ ჩემი უარი ვერ გადაიტანა და ასე შემდეგ, ეს ასე არ არის”-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა

“2015 წლის აპრილში მან შემოგვთავაზა ასეთი რამ: მე მართლა დავიღალე, მართლა მინდა წასვლა, ჩემი პარტიიდან ბევრი არაფერი გამოდის, ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრი შესაცვლელია, მაგრამ ჩემს გუნდში ვერ ვხედავ ვინმეს, ვისაც ამას ვანდობდი, ამიტომ, მე მითხრა, რომ იქნებ შენ დათანხმდე, თუ გინდა დღესვე თუ გინდა 6 თვეში, თუ გინდა არჩევნების შემდეგ, შენზე და თქვენზე ავაწყოთ მომავალი სახელისუფლებო ცენტრი. ჩვენი პასუხი იყო ძალიან კარგად გააზრებული. მე მას ვუთხარი, ასე არ ხდება, რომ წარმატებული კომპანიის მენეჯერი სხვა კომპანიის მენეჯერად გადმოვიყვანოთ. პარტია ქართულ ოცნებას, მთავრობას და კოალიციას ვინმე რესპუბლიკელი ერთდროულად ვერ გაუძღვება-მეთქი. ამიტომ, მე გთავაზობთ ორ ვარიანტს და თქვენ აარჩიეთ-მეთქი: მე წამოვალ მაგ საქმეზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, პარლამენტისთვის უკეთესი თვისებები მაქვს, ვიდრე პრემიერობისთვის (აქვე ვაღიარებ, რომ კვირიკაშვილი უკეთესი პრემიერია და მე შესაძლოა პარლამენტში ვიყავი უკეთესი) ოღონდ ერთი პირობით: თქვენ უნდა დაბრუნდეთ ღია და აქტიურ პოლიტიკაში-მეთქი, თუნდაც პოლიტსაბჭოს წევრის როლში. ამაზე უარი მივიღეთ, მე არ დავბრუნდებიო. მეორე ვარიანტი: თქვენი გუნდიდან შეარჩიეთ პრემიერი და იმ ორი ვარიანტიდან, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ თუ ვურჩიეთ, ერთ-ერთი ნამდვილად იყო კვირიკაშვილი ჯერ კიდევ 2015 წლის აპრილში. თქვენ ჩაატარეთ რეფორმა თქვენ პარტიაში, გააუმჯობესეთ თქვენი პარტია და ჩვენ დავრჩებით იქ სადაც ვართ, ვიქნებით თქვენი პარტნიორი, რადგან ასე ვერსად მივდივართ-მეთქი. მან ეს პროექტი დაიწყო. ის 30-35 ადამიანს ესაუბრა, იგი პოლიტიკური პარტიის განახლებაზე ფიქრობდა ”-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

banner
წინა სტატიაშინაზარბაევის ქალიშვილი ყაზახეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება?
შემდეგი სტატიადღეს გერმანიაში დაკავებულები, შესაძლებელია, პარიზის ტერორისტებთან იყვნენ კავშირში