დღეს დილით Sukhoi Superjet 100 შერემეტევოში ტექნიკური პრობლემების გამო დაბრუნდა

თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100, რომელიც კომპანია “აეროფლოტს” ეკუთვნის, შერემეტევოში რეისის დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკან დაბრუნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აეროპორტიდან აფრენა დილის 2 საათზე დაიწყო, თვითმფრინავი კი ვლადიმირის რაიონიდან უკან მობრუნდა.

როგორც იტყობინებიან, აფრენისთანავე ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა, კაპიტანმა კი დაშვების გადაწყვეტილება მიიღო.

13 მაისს, ასევე Sukhoi Superjet 100 -ის ტექნიკური პრობლემების გამო, ერთი რეისი გადაიდო დონის როსტოვში.
5 მაისს შერემეტევს აეროპორტში Sukhoi Superjet 100-ის კატასტროფის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. “აეროფლოტმა” ამ ტიპის თვითმფრინავის 50-მდე რეისი გადადო.

banner
წინა სტატიაში“განუსაზღვრელი ფანტაზიის ნაყოფი” – პრემიერი მთავრობის ლობისტებთან მიმოწერაზე
შემდეგი სტატიაპოლონეთმა ისრაელის დელეგაციას მოწვევა გაუუქმა