პოლონეთმა ისრაელის დელეგაციას მოწვევა გაუუქმა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკანასკნელ წუთებში მოწვევა გაუუქმა ისრაელის დელეგაციას, რომელიც ვარშავაში უნდა ჩასულიყო. შესაბამისი გადაწყვეტილემა პოლონეთმა 12 მაისს დიპლომატიური არხებით გააგზავნა ისრაელში.
ვარშავას განმარტებით, გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებული იყო ისრაელის დელეგაციაში უკანასკნელ მომენტში გაკეთებულ ცვლილებასთან, რომელიც პოლონურ მხარესთან არ ყოფილა შეთანხმებული.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ეს ცვლილებები იმაზე მიუთითებს, რომ ვიზიტის მთავარ საკითხად ისრაელი ებრაელების ქონების დაბრუნებზე საუბარს ისახავდა მიზნად, რომელიც მათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰქონდათ პოლონეთში. ვარშავა ამ საკითხის განხილვას არ აპირებს და ამ თემაზე დისკუსიას დასრულებულად მიიჩნევს.

ისრაელის დელეგაციის ვიზიტი 13 მაისს უნდა დაწყებულიყო. ისინი მართლაც ებრაული ქონების თემაზე აპირებდნენ საუბარს.

შაბათს გავრცელდა, რომ პოლონელი ულტრამემარჯვენეები უკმაყოფილო არიან იმით, რომ აშშ პოლონეთს ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გაცემისკენ მოუწოდებს. ათასობით პოლონელი გამოვიდა შაბათს საპროტესტო აქციაზე აშშ-ს საელჩოსთან ვარშავაში. ისინი ამბობენ, რომ აშშ-ს უფლება არა აქვს პოლონეთის შიდა საქმეებში ჩაერიოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ვაშინგტონი პოლონეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ “ებრაულ ინტერესებს” ლობირებს.

პროტესტანტი პოლონელების თქმით, მეორე მსოფლიო ომში პოლონეთი იყო გერმანიის მთავარი მსხვერპლი და უსამართლობაა მოითხოვო პოლონელებმა კომპენსაცია გადაუხადონ ებრაელებს, მაშინ, როცა თავად პოლონეთს არ მიუღია ადეკვატური კომპენსაცია გერმანიის მთავრობისგან.

banner
წინა სტატიაშიდღეს დილით Sukhoi Superjet 100 შერემეტევოში ტექნიკური პრობლემების გამო დაბრუნდა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ნატურალური რძის პროდუქტების წარმოება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია