დევიდ ქემერონი: ბრიტანეთი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაქტიურდეს

კემერონი: ბრიტანეთს აგრესიული რუსეთი სულ უფრო მეტად ემუქრება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ ქემერონის განცხადებით, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში დიდი ბრიტნეთის ჩართულობა უნდა გაიზარდოს.
მისი თქმით, მოკავშირეებს სირიაში პარტნიორები , ასევე პრობლემის პოლიტიკური მოგვარების გზის მოძიება სჭირდებათ, რადგან ავიაიერიშები ISIS-ის ბოევიკების მოქმედებებს შეაჩერებს, თუმცა ეს მათ სრულად განადგურებას ვერ უზრუნველყოფს.

„ჩვენს ინტერსებსა და ხალხს საფრთხე ემუქრება, ამიტომ საკუთარ თავს უმოქმედობისა და განზე გადგომის უფლებას ვერ მივცემთ“ – განაცხდა ქემერონმა.

ქემერონის თქმით, დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სხვა ქვეყნებს არ უნდა გადააბაროს.

რაც შეეხება ბრიტანეთის პარლამენტს, დეპუტატები მიიჩნევენ, რომ საჰაერო დარტყმების გაფართოება ნაადრევია მანამ, სანამ არ დაიდება საერთაშორისო სტრატეგია, რომელიც იქნება „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებისა და სირიის სამოქალაქო ომის შეწყვეტის რეალური გეგმა იქნება.

უახლოეს მომავალში ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა გადაწვიტოს, დაუჭერს თუ არა მხარს სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე საჰაერო დარტყმების განხროციელებას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საქმეებზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის საქმის ძიება ბოლოშია გასული და უახლოეს მომავალში დასრულდება