ირაკლი შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის საქმის ძიება ბოლოშია გასული და უახლოეს მომავალში დასრულდება

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილის საქმის ძიება ბოლოშია გასული და ფაქტობრივად ყველა საგამოძიებო მოქმედება ამოწურულია.
როგორც შოთაძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, როგორც კი პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქმეში არსებულ ყველა მასალას გაასაჯაროებს.
“გამოძიებას ეროსი კიწმარიშვილის სისხლის სამართლის საქმეზე საკმაოდ დიდი მონაცემები აქვს შეკრებილი. ჩატარებულია ყველა საჭირო საექსპერტო კვლევა, რათა მომხდარიყო იმის დადგენა, რა ვითარებაში გარდაიცვალა კიწმარიშვილი. საქმის ძიება ბოლოშია გასული. ფაქტობრივად ამოწურულია ყველა საგამოძიებო მოქმედება. დარჩენილია მცირე საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება, პროკურატურა მიიღებს შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას და ამის შესახებ საზოგადოებას აცნობებს. ჩვენ ვაპირებთ ამ სისხლის სამართლის საქმეში ყველა მასალის გასაჯაროებას”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ყველა მასალა, მტკიცებულება გადაცემული აქვს კიწმარიშვილის ოჯახს და არიან სრულად ინფორმირებული. შოთაძემ ისიც აღნიშნა, რომ კიწმარიშვილის ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები საქმეში საწყის ეტაპზევე იყვნენ ჩართული.

banner
წინა სტატიაშიდევიდ ქემერონი: ბრიტანეთი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაქტიურდეს
შემდეგი სტატიასაკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება