ირაკლი შოთაძე სისხლის სამართლის საქმეებზე ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს უარყოფს

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე კონსულტაციას უარყოფს.

როგორც შოთაძემ “თავისუფალი დემოკრატების” წევრის ზურაბ აბაშიძის კითხვის, ჰქონია თუ არა ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილთან უშუალო ურთიერთობა კონკრეტულად “კაბელების საქმესთან”, ან ნებისიმიერ სხვა საქმესთან დაკავშირებით და აყენებდა თუ არა მას საქმის კურსში, საპასუხოდ განაცხადა, ის უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რომელიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს შეხვედრია.

“ასეთ ფაქტებს არასდროს ჰქონია ადგილი, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ვინმესთან კონსულტაციები გვქონოდა. ეს სამართლებრივ ჩარჩოებში არ ჯდება, შესაბამისად, მე უარვყოფ ამ ინფორმაციას. ისე ვიცნობ მას, საჯარო შეხვედრებზე შევხვედრილვარ მას”, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო გახსნა
შემდეგი სტატიადევიდ ქემერონი: ბრიტანეთი ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა გაქტიურდეს