დედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

დედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის დროულად ჩასაქრობად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ კახეთის სახანძრო სამსახურის ბრიგადები. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზეულია, თუმცა მთლიანად დამწვარია შენობის სახურავი.

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნიკა ჯანიაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია და მას სამართალდამცავები დაადგენენ.

,,ეზოში რამდენიმე ნაგებობა დგას. ერთ-ერთ შენობას, რომლის სარემონტო სამუშაოებიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა. მნიშვნელოვნად დაზიანდა შენობის ზედა სართული და სახურავი. იყო საშიშროება, რომ ცეცხლი სხვა ნაგებობებზეც გავრცელებულიყო, თუმცა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოხერხდა“,- განაცხადა ნიკა ჯანიაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოკვლევას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი : “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლებელია ცესკოს დისკრედიტაცია გამოიწვიოს
შემდეგი სტატიასაპარტნიორო ფონდმა ყაზახ პარტნიორებთან „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია განიხილა