საპარტნიორო ფონდმა ყაზახ პარტნიორებთან „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია განიხილა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ სასტუმრო კომპლექსის – „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგიის განხილვის მიზნით ყაზახეთის დელეგაცია მიიღო. სამუშაო შეხვედრას ყაზახური მხრიდან ყაზმუნაიგაზ-სერვისის გენერალური დირექტორი ასკაროვ კაირატ მეირამოვიჩი, ყაზმუნაიგაზ-სერვისის გენერალური დირექტორის მოადგილე სეიტოვ ჟანგელდი ისლამოვიჩი და EMEA & Far East-ის ვიცე პრეზიდენტი ერკან ყილდირიმი ესწრებოდნენ.
მხარეებმა მიმდინარე წელს განსახორციელებელი ღონისძიებების და მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრეს და განიხილეს „რიქსოს ბორჯომის“ განვითარების სტრატეგია და სამომავლო პერსპექტივები.

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსი „რიქსოს ბორჯომი“ 20015 წლის 14 იანვარს გაიხსნა. კომპლექსი ლიკანში, ე.წ. IV-ე სამმართველოს სახელით ცნობილ ტერიტორიაზე მდებარეობს. სასტუმროში 151 ნომერია – სტანდარტული, ლუქსის და საპრეზიდენტო. კომპლექსი აერთიანებს რესტორანს, კაფე-ბარებს, საკონფერენციო დარბაზებს, ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, სპა ცენტრს, საცურაო აუზს, ბავშვთა გასართობ ცენტრს „რიქსი ქლაბს“ და დამხმარე ნაგებობებს.

„რიქსოს ბორჯომის“ ასაშენებლად საპარტნიორო ფონდმა და „ყაზმუნაიგაზმა“ 48 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაეკა ბესელია : არ ვაპირებთ, რომელიმე პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგის ფერხულში ჩავებათ