გიორგი აბაშიშვილი : “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა შესაძლებელია ცესკოს დისკრედიტაცია გამოიწვიოს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარტია „ცენტრისტების“ რეგისტრაციის საკითხზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაში მისი დისკრედიტაციის საფრთხეს ხედავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში ხარვეზები იყო, თუმცა “პრობლემა მოგვარებულია”.
აბაშიშვილი პარტიებს საარჩევნო პროცესს დაუბრუნდნენ მოუწოდებს.

„ცხადია იყო გარკვეული შეცდომები ცესკოს მხრიდან, რომელიც გამოსწორებულია, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, კვლავ დავკარგეთ ზომიერება, კერძოდ “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან გაკეთებული იქნა ისეთი ტიპის განცხადებები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რაც დაუშვებელია. პრობლემა არის მოგვარებული და შესაბამისად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, დაუბრუნდნენ კვალიფიციურ საარჩევნო პროცესს“ – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშითბილისში, ინფექციური დაავადებების კლინიკა უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ აშენდება
შემდეგი სტატიადედოფლისწყაროში მდებარე საპატრიარქოს სკოლის შენობას ცეცხლი გაუჩნდა