დები ვახოვსკები ახალ “მატრიცაზე” მუშაობენ

დები ვახოვსკები “მატრიცის” ტრილოგიის გაგრძელებაზე მუშაობენ – ამის შესახებ რეჟისორმა და კასკადიორმა ჩად სტახელსკიმ განაცხადა – ინფორმაციას Yahoo Movies ავრცელებს.

სტახელსკი რიანუ კივზის დუბლიორი იყო ფილმში. მისი თქმით, დაზუსტებით არ იცის ლანა იმუშავებს თუ არა ფილმზე. რივზმა თავის მხრივ თქვა, რომ თუკი მას შესთავაზებენ როლს, უარს ვერ იტყვის.

“ეს ჩემთვის საჩუქარი იქნებოდა” – თქვა მან.

Warner Brothers-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია ინფორმაცია. ძმები ვახოვსკების ფილმი “მატრიცა” 1999 წელს გამოვიდა, მეორე ნაწილი კი – 2003 წელს. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკას წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშილატვიის სეიმმა 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა
შემდეგი სტატიადიმიტრი ბიძინაშვილი: გახარია ყველა არჩევნებს ჭიქების ტრიალით ატარებს