ლატვიის სეიმმა 1944 წელს ყირიმელი თათრების დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ლატვიის სეიმმა განცხადება მიიღო, რომელიც ყირიმელი თათრების დეპორტაციის 75-ე წლისთავს ეძღვნება. პარლამენტის პრეს-ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მიზანმიმართულ გენოციდს ატარებდა ბევრი ხალხის მიმართ, მათ შორის, როგორც საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ყირიმელი თათრების ეთნიკურ ჯგუფთან დაკავშირებით საბჭოთა მთავრობის მიზანი მათი კულტურული და სოციალური მემკვიდრეობის განადგურება და საკუთარი სამშობლოდან განდევნა იყო – ამის შესახებ ხაზგასმით აღნიშნულია დოკუმენტში.

ლატვიის სეიმმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა თვალყური ადევნონ დღეს ყირიმში მიმდინარე მოვლენებს – წერს”დოიჩე ველე”

banner
წინა სტატიაშიშსს – ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადები ვახოვსკები ახალ “მატრიცაზე” მუშაობენ