დე-ფაქტო აფხაზეთის პრემიერი დონეცკში განათლების დღეს დაესწრო

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკაში ჩავიდა, სადაც დე-ფაქტო რესპუბლიკის განათლების ხუთ წლისთავს აღნიშნავენ. აქვე იყვნენ რუსეთის, თვითგამოცხადებული ლუგანსკის, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები.

ასევე, რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიებას ჩეხი და სლოვაკი სტუმრები ესწრებოდნენ. ლენინსკი კომსომოლის პარკში გამართულ გამოფენაზე სამეურნეო მიღწევები იყო გამოფენილი, ჩატარდა სხვა ღონისძიებები.

თვითგამოცხადებული დონეცკის ხელმძღვანელმა დენის პუშილინმა შიდა პოლიტიკის კონცეფცია დაამტკიცა. კერძოდ, გაეროში შესვლისა და ორგანიზაციის კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაში მონაწილეობის შესახებ – ინფორმაციასაფხაზური მედია ავრცელებს

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: აზერბაიჯანში ქართველებს პრობლემები აქვთ! სად არის ელჩი? (video)
შემდეგი სტატიაბელორუსმა რუსეთში ინგუში ბლოგერი სასამართლოს გარეშე გააგზავნა