ექსკლუზივი: აზერბაიჯანში ქართველებს პრობლემები აქვთ! სად არის ელჩი? (video)

,,თაიმერის,, ექსკლუზიური ინფორმაციით, აზერბაიჯანში, იმიშლის რაიონში, ქართული გადამზიდავი კომპანიის 19 მძღოლი ერთი თვეა უკიდურესად მძიმე პირობებში იმყოფება და მათ უფლებებს არც აზერბაიჯანული მხარე და არც საქართველოს საელჩო არ იცავს.

მძღოლების პრობლემის მიზეზი გახლავთ მსხვილი აზერბაიჯანული კომპანია Grandmotors-ი რომელმაც, მასთან კავშირში მყოფ კიდევ ერთ კომპანია Azfert-თან ერთად, ქართულ გადამზიდავ კომპანია MSF-ს თაღლითური გზით ,,გადაგდება,, დაუპირა და გაწეული მომსახურეობის ანაზღაურების გადახდაზე უარს აცხადებს.
როგორც ,,თაიმერისთვის,, ცნობილი გახდა , ქართული გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელობამ, მას შემდეგ რაც შეატყო აზერბაიჯანული კომპანია თაღლითურად თავს არიდებდა მომსახურეობის თანხის გადახდას, გადაზიდული 46 რეისიდან, ბოლო 19 დაუცლელი კონტეინერის გაჩერება, ტვირთის დაყადაღება და მოცდენის ანაზღაურება მოითხოვა, რამაც თავისთავად 19 მანქანის გაჩერება და მძღოლების – მოლოდინის რეჟიმში დარჩენა განაპირობა.
ჩვენი ინფორმაციით, მძღოლებმა ტელეფონით არაერთხელ მიმართეს საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, რომ მათთვის ყურადღება მიექციათ, თუმცა ელჩს ზურაბ პატარაძეს და მის უწყებას მათზე რეაგირება არ მოუხდენია. საქართველოს 19 მოქალაქე, ბზობას, აღდგომას და სხვა ქრისტიანულ დღესასწაულებს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უკიდურესად ცუდ პირობებში შეხვდა. ერთი თვის შემდეგ კი – საელჩომ საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, მძღოლებისაგან, კოლექტიური წერილობითი განაცხადის გამოგზავნა მოითხოვა, რათა შემდგომში რეაგირება მოახდინოს.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, დაზარალებულმა ქართულმა სატრანსპორტო კომპანიამ, აზერბაიჯანელი ადვოკატის მეშვეობით, თაღლითობის მუხლით საქმის აღძვრა შესძლო აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ. თუმცა, საქმე როდის დასრულდება ან როგორ, ჯერ არავინ იცის… ტრაილერის მძღოლები კი, საქმის დროულ გადაწყვეტას და მოცდენის ანაზღაურებას ითხოვენ.

,,თაიმერი,, თვალს ადევნებს აზერბაიჯანში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ პრობლემებს და მოვლენების განვითარების შესახებ, დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას.

(ვიდეო, რომელიც ახლახან მოგვაწოდეს, გუშინ 10 მაისს იმიშლიში, ქართველი მძღოლის მიერ, მანქანების ლოკაციის ადგილზეა გადაღებული)
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

https://youtu.be/1HAt2QUNoqo

banner
წინა სტატიაშიდატბორილი და განადგურებული სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები – კახეთში სტიქია გრძელდება
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთის პრემიერი დონეცკში განათლების დღეს დაესწრო