ბელორუსმა რუსეთში ინგუში ბლოგერი სასამართლოს გარეშე გააგზავნა

ბელორუსის მთავრობამ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე რუსეთში გააგზავნა ოპოზიციონერი ინგუში ბლოგერი, საზოგადოებრივი მოძრაობა “ინგუშეთის არჩევანის” ხელმძღვანელი ისმაილ ნალგიევი – ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის ჟურნალისტთა ასოციაციის საიტზე დაიდო. ნალგიევი 8 მაისს მინსკის აეროპორტში დააკავეს.

მას აცნობეს, რომ ის რუსეთის მიერ არის ძებნილი.
ბლოგერის ადვოკატს 10 მაისს შეატყობინეს, რომ ბლოგერის ექსტრადაციაზე არანაირი სასამართლო არ გაიმართება და რომ ნალგიევი უკვე გააგზავნეს რუსეთში. ადვოკატი ბლოგერის დაკავებას ინგუშეთში მის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის პრემიერი დონეცკში განათლების დღეს დაესწრო
შემდეგი სტატიაშსს – ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ომარ გამყრელიძის შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს