დავით ზალკალიანი : დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და ჩემი გულწრფელი წუხილი გამოვთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით. სამწუხარო ფაქტია. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი რეაგირება აუცილებლად იქნება და ეს უკვე დაწყებულია. შსს-მ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება იმ გამომძიებლებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ აწარმოებდნენ ამ პროცესს. ასევე ჩართულია დამოუკიდებელი ინსპექტორის ოფისი და დარწმუნებული ვარ, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ ყველანი
შემდეგი სტატიანათია თურნავა : ძალიან რთულია, ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი დანაკარგი განიცადა