ნათია თურნავა : ძალიან რთულია, ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი დანაკარგი განიცადა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ჩემთვის ძალიან მძიმეა ადამიანურად ამ საკითხზე კომენტარი. მართლაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. როგორც მთავრობის წევრი, როგორც ქალი, როგორც დედა ძალიან ვწუხვარ იმ ტრაგიკული შემთხვევის გამო, რაც დასრულდა მოზარდის სიკვდილით. მინდა, მთელი მთავრობის სახელით ვთქვა, რომ მოზიარენი ვართ ამ ოჯახის ტრაგედიისა. ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან რთულია, რამეთი ანუგეშო ოჯახი, რომელმაც ასეთი დანაკარგი განიცადა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„რაც შეეხება გამოძიებას, მოკვლევას აწარმოებს დამოუკიდებელი ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას, რაც კი არსებობს ამასთან დაკავშირებით, პასუხი გაეცემა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ჭეშმარიტება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშიდავით ზალკალიანი : დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : მოზარდის გარდაცვალების საქმეში ვინმესთვის ხელის დაფარების მცდელობა არაადამიანობა იქნება