დავით სორდია:ხალხს ატყუებთ თუ თავს იტყუებთ

დაც“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, როცა შეცდომებს ვუშვებთ და არ უნდა მოვატყუოთ მოქალაქეები – ამას ისინი ძალიან მტკივნეულად იღებენ. ერთად ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო!” – ამ სიტყვებით მიმართა ვიცე-პრემიერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კონფერენციაზე დამსწრე დელეგატებს ზუგდიდში.
“შესანიშნავი სიტყვებია ბატონო კახი. ასი პროცენტით გეთანხმებით, მაგრამ ,,ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებს,” ის ,,ბრგე” და სამშობლოსთვის ,,თავდადებული” ვაჟკაცი ბატონ კობახიძეს რომ უდგას გვერდით, ვარდისფერპერანგიანი არა, მეორე, ნაცრისფერპერანგიანი (თუმცა არცერთ პერანგიანი არ უქნია ღმერთს) , თვით მისი უდიდებულესობა საკრებულოს თავმჯდომარე, მექრთამე და თაღლითი ლაშა გოგიაა და როგორაა ეს ამბავი, ძალიან გთხოთ, ამიხსენით..
ისევ ისინი დატოვეთ პარტიულ ფუნქციონერებად და ფიქრობთ რომ ხალხს არ ატყუებთ?
იქნებ თავს იტყუებთ?!.” – ვიცე-პრემიერის სიტყვებს ასეთ კომენტარს უკეთებს მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” წევრი დავით სორდია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოს გულისხმობდა, სადაც ზუგდიდის ორი მკვიდრი იმაზე საუბრობს, თუ როგორ გამოართვა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ მათ გარკვეული რაოდენობის თანხა და შემდეგ არ დააბრუნა. საქმე რამდენიმე ეპიზოდს ეხებოდა. ერთ-ერთი ქრთამის აღების ფაქტზე იყო.

ჰგფდ

დღეს 25 თებერვალს, ზუგდიდში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ზუგდიდის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ვიცე-პრემიერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრნენ.

კონფერენციზე აირჩიეს ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ედიშერ თოლორაია, პოლიტიკური ბიუროს წევრები და დელეგატები.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ხვალ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაკერი რუსეთს აშშ-ს მთავარ საშიშროებად არ თვლის