გიორგი კვირიკაშვილი ხვალ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს 26 თებერვლის სხდომასაც დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

უშიშროების საბჭოს წინა სხდომა 14 თებერვალს გაიმართა, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა.

მორიგი სხდომა 26 თებერვალს გაიმართება. უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა. მომხსენებლები იქნებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი;საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის პარლამენტმა მიგრანტების მიღების წესები გაამკაცრა
შემდეგი სტატიადავით სორდია:ხალხს ატყუებთ თუ თავს იტყუებთ