დაპირების მიუხედავად, ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა

დაპირების მიუხედავად, ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა. მისი თქმით, მას სურვილი აქვს პუტინს შეხვდეს და უკრაინაში, სირიასა და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილ სიტუაციაზე ესაუბროს.
ტრამპსა და პუტინს შორის დიალოგზე კრემლის ოფიციალური საიტიც ავრცელებს.

გუშინ გავრცელდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს 18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას არ მიულოცადა – თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გილდმა განუცხადა. მისი თქმით, პუტინის ხელახალი არჩევნები მოულოდნელობა არ ყოფილა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. “ჩვენ მუშაობას განვაგრძობთ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა განვავითაროთ, სანქციებს დავაწესებთ თუკი რუსეთი ჩვენს ინტერესებს დაემუქრება. მაგრამ ჩვენ, ასევე გამოვნახავთ ერთად მუშაობის შესაძლებლობებს იმ შემთხვევაში, როცა ეს ორივეს ინტერესს შეეხება” – განაცხადა გილდიმ.
19 მარტს რუსეთის პრეზიდენტს მსოფლიო ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბუნია ბოდიშის მოხდას არ აპირებს
შემდეგი სტატიაბრიტანეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა საელჩო დატოვეს