ბრიტანეთიდან გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა საელჩო დატოვეს

სამშაბათს, დილით, ლონდონში რუსეთის საელჩოს ტერიტორია დატოვა რამდენიმე მანქანამ, სადაც, სავარაუდოდ, ბრიტანეთიდან გაძევებული რუსი დიპლომატები იმყოფებოდნენ. “ბიბისის” ცნობით, მინიმუმ სამი ავტობუსი გამოვიდა საელჩოს ტერიტორიიდან.

ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქალაქ სოლსბერიში მოწამვლის გამო რუსეთის სანქციის ფარგლებში დაითხოვა. ოფიციალური ბრიტანეთის ვერსიით, ყოფილი აგენტის მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენების უკან ოფიციალური მოსკოვი დგას.

გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების პასუხად, ალიანსი ცივი ომის შემდეგ უსაფრთხოების კოლექტიური სისტემის ყველზე ფართომასშტაბურ გაძლიერებაზე გადავა – სტოლტენბერგმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრთან ბორის ჯონსონთან ბრიუსელში შეხვედრაზე თქვა, სადაც ბორის ჯონსონი ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის მისაღებად 19 მარტს გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიდაპირების მიუხედავად, ტრამპმა პუტინს გამარჯვება მიულოცა
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება აპირებს მარიონეტულ რეჟიმებთან შეთანხმების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ