დაკავებულ მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა

გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან „აღაში“ 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა. სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი, რომელიც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს გადაკვალიფიცირდა და ახლა დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ედება ბრალად.

დაკავებული საბა სამუშია დათო კენჭიაშვილის ჯგუფის მუსიკოსია.

გმირთა მოედანზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ოპერაცია გამთენიისას ჩაუტარდა და დაზიანებები მარჯვენა ბარძაყზე და მარჯვენა წინამხარზე აღენიშნებოდა.

18 იანვარს თბილისში, გმირთა მოედანზე, ერთ-ერთ რესტორანში სამი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამართლაც, სამარცხვინო ამბავი არის მუხთარლისთან დაკავშირებით – სერგო რატიანი HRW-ის ანგარიშს ეხმაურება