მარნეულში მატარებლის შეჯახების შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა

მარნეულში 12 წლის ბიჭს მატარებელი შეეჯახა. ბავშვი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის განცხადება
შემდეგი სტატიადაკავებულ მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა