მართლაც, სამარცხვინო ამბავი არის მუხთარლისთან დაკავშირებით – სერგო რატიანი HRW-ის ანგარიშს ეხმაურება

„მართლაც, სამარცხვინო ამბავი არის მუხთარლისთან, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით, როდესაც ის ქრება ჩვენს ქვეყანაში და გაჩნდება მეორე ქვეყანაში მეორე დღეს ციხეში, ესეც ძალიან სერიოზული პრობლემაა,“ – ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშის შეფასებისას გააკეთა.

HUMAN RIGHTS WATCH-ის ანგარიშში საუბარია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ 24 საათზე ნაკლებ დროში, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციის პატიმრობაში აღმოჩნდა, საზღვრის უკანონო გადაკვეთის და სხვა შეთითხნილი ბრალდებებით.

სერგო რატიანი ანგარიშში მედიის თავისუფლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების გარდა, HRW-ის ანგარიშში რამდენიმე სფერო მოხვდა, სადაც ქვეყანას პრობლემები აქვს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულ მომღერალ საბა სამუშიას ბრალი დაუმძიმდა
შემდეგი სტატიაკომპანია “ზიმოსთვის” ბიუჯეტიდან გადახდილი მილიონი – ოპოზიცია დოკუმენტებს ასაჯაროებს