დაღესტანის ღამის კლუბში “როსგვარდიის” თანამშრომელი მოკლეს

წუხელ მახაჩყალაში, ადგილობრივ კლუბში სროლის შედეგად “როსგვარდიის” თანამშრომელი გარდაიცვალა. ორი პირი, მათ შორის, მკვლელობაში ეჭვმიტანილი რეანიმაციაში არიან მოთავსებული. დაღესტანის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, სროლები დილის 4 საათზე მოხდა. “როსგვარდიის” თანამსრომელი მოჩხუბართა გაშველებას აპირებდა – “ბიბისი” წერს. ადგილობრივი ჟურნალისტის რასულ ასადის ინფორმაციით, “როსგვარდიის” თანამშრომელი კლუბში თავის ნაცნობს შეხვდა, რომელიც სპორტსმენი და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი შახბან მოჩიევია. მათი საუბარი დავაში გადაიზარდა და სროლით დასრულდა. ასადის ინფორმაციით, ისროდა ინციდენტში მონაწილე სამივე პირი. ასევე, გავრცელდა, რომ “როსგვარდიის” თანამშრომელი დაღესტანის შს მინისტრის მოადგილის დაცვის უფროსი იყო – თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
საქმეზე არავინ დაუკავებიათ.
ინციდენტის შემდეგ დაღესტანში ღამის კლუბების დახურვის მოწოდებები ისმის.

banner
წინა სტატიაშიNissan-ი ტყუილის გამო კომპანიის ხელმძღვანელის დათხოვნას აპირებს
შემდეგი სტატიაგერმანიამ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირებს შენგენში შესვლა აუკრძალა