Nissan-ი ტყუილის გამო კომპანიის ხელმძღვანელის დათხოვნას აპირებს

იაპონური საავტომობილო კონცერნი Nissan-ი კომპანიის პრეზიდენტის პოსტზე კარლოს გონის შეცვლას აპირებს იმის გამო, რომ მან დეკალრაციაში თავისი შემოსავლები დამალა. იაპონური მედიის ინფორმაციით, ის დაკავებულია, თუმცა, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. კარლოს გონი ლეგენდარული კრიზისების მენეჯერია. ის ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ავტოგიგანტს მოგება დაუბრუნა. იაპონური “ასახის” ინფორმაციით, სამართალდამცველები Nissan-ის ოფისში ჩხრეკას ატარებენ.
კარლოს გონის ფინანსური მაქინაციების შესახებ ინფორმაცია კონცერნიდან უცნობმა წყარომ შეატყობინა სამართალდამცველებს. თანხა, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელმა საგადასახადოს დაუმალა, 44 მილიონი დოლარია. Nissan-ის დირექტორთა საბჭო ხუთშაბათს გონის თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხზე კენჭისყრას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისის დამწვრობის ცენტრში სამი პაციენტი გადაიყვანეს
შემდეგი სტატიადაღესტანის ღამის კლუბში “როსგვარდიის” თანამშრომელი მოკლეს